ანონსები
21 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს სემინარს თემაზე; „კიბერუსაფრთხოება საქართველოში“.
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• კიბერუსაფრთხოება და საქართველო, ახალი გამოწვევები;
• კიბერდანაშაული და მასთან დაკავშირებული საფრთხეები;
• პერსონალური მონაცემების დაცვა;
• კიბერსივრცე პროპაგანდის გავრცელების ყველაზე ეფექტური საშუალება;
• ჰიბრიდული ომები.
სემინარების ჩასატარებლად მოწვეულნი არიან შემდეგი სპიკერები:
1) ვლადიმერ სვანაძე - გამგეობის თავმჯდომარე, ა(ა)იპ„ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“;
2) ანდრია გოცირიძე - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, თავდაცვის სამინისტროს „სსიპ -კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ დირექტორი 2014 – 2016 წლებში;
3) ალექსანდრე მეზურნიშვილი- ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ოფისი;
4) გიორგი პირველი - კიბერდანაშაულის ექსპერტი, პოლიციის აკადემია.
სემინარზე დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 21.09.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 14:00 სთ - 16:00 სთ